LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მინისტრობის კანდიდატის პროგრამა საქართველოს საგარეო კურსს სრულად ეხმიანება” – სოფიო ქაცარავა

246

„მე იმ მიზეზებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, რატომ წავიდა მიხეილ ჯანელიძე მინისტრობიდან,“ – ასე უპასუხა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დატოვა პოსტი საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუხედავად წარმატებული საქმიანობისა.

ქაცარავას თქმით, დღეს გაერთიანებულ კომიტეტზე მინისტრობის ახალ კანდიდატს უსმენენ.

მისივე განცხადებით, კომიტეტზე განიხილავენ ახალ პროგრამას საქართველოს საგარეო კუთხის მიმართულებით, რომელიც სრულიად ეხმიანება პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას კურსთან მიმართებაში.

“განვიხილავთ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მხრიდან სამთავრობო პროგრამას საგარეოს მიმართულებით, რაც ცხადია უცვლელია და სრულად ეხმიანება პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას საგარეო კურსთან დაკავშირებით.

მთავარია ის, რომ რაც გასულ წლებში გვქონდა ხელშესახები წარმატრბა, კიდევ უფრო ინტენსიურად გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა,”- აღნიშნა ქაცარავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g