LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიქანაძე ბადრი ჯაფარიძეზე: რუსთავის მოსახლეობა ხაზგასმით ეტყვის უარს პარლამენტში ისეთი ადამიანების მოხვედრას, ვისაც კრიმინალთან აქვს შეხება

101
გივი მიქანაძე და ბადრი ჯაფარიძე

„რაც შეეხება რუსთავში ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას, საზოგადოებამ დაინახა, რომ მან კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა და ეს დანაშაული სასამართლომ დაადგინა. რუსთავის მოსახლეობა ხაზგასმით ეტყვის უარს პარლამენტში ისეთი ადამიანების მოხვედრას, ვისაც კრიმინალთან აქვს შეხება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის რუსთავის მაჟორიტარ კანდიდატად დაყენების შესახებ.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ოპოზიცია შედეგებს თავისი უპასუხისმგებლობა დამოკიდებულებიდან გამომდინარე იმკის.

დეპუტატის თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ოპოზიცია მთლიანად ჩამოშლილია, განსაკუთრებით დესტრუქციული ოპოზიცია.

„ისინი თავისსავე მავთულხლართებში გაებნენ, ჯერ მანდატებზე თქვეს უარი და შემდეგ შეეცადნენ, პასუხისმგებლობა მმართველი გუნდის მხარეს გადმოეტანათ, როცა პასუხისმგებლობა მათ მხარესაა.

რამდენად შესაძლებელია გაუქმებული პროპორციული სიების აღდგენა და რა პესპექტივა აქვს უმცირესობის იდეას, შეწყვეტილი მანდატების ჩანაცვლების თაობაზე

ჩვენ ორჯერ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც მათ მანდატები არ შევუწყვიტეთ, თუმცა ამის შემდეგ განვაცხადეთ, რომ მანდატების შეწყვეტის ყოველ მომდევნო საფუძველს შესაბამისი რეაგირება ექნებოდა.

ოპოზიცია შედეგებს თავისი უპასუხისმგებლობა დამოკიდებულებიდან გამომდინარე იმკის. რაც შეეხება რუსთავში ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას, საზოგადოებამ დაინახა, რომ მან კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა და ეს დანაშაული სასამართლომ დაადგინა. რუსთავის მოსახლეობა ხაზგასმით ეტყვის უარს პარლამენტში ისეთი ადამიანების მოხვედრას, ვისაც კრიმინალთან აქვს შეხება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტმა, ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას საპარლამენტო მანდატები შეუწყვიტა,რის შემდეგაც პარტიაში განაცხადეს, რომ ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები