LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად შესაძლებელია გაუქმებული პროპორციული სიების აღდგენა და რა პესპექტივა აქვს უმცირესობის იდეას, შეწყვეტილი მანდატების ჩანაცვლების თაობაზე

578
ვახტანგ ხმალაძე

დღეს საკანონმდებლო ორგანოში სამი დეპუტატის – ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილის და ელენე ხოშტარიას საპარლამენტო მანდატების შეწყვეტაზე იმსჯელეს. უმრავლესობამ სამივე მათგანს უფლებამოსილება შეუწყვიტა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილების ავტორი თავად „ქართული ოცნება“ იყო და მმართველ გუნდს, ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია უკვე დიდი ხანია მკაფიოდ ჰქონდა გაცხადებული.

კენჭისყრის შედეგები კი ასეთია:

  • ბადრი ჯაფარიძე – 77 მომხრე, 38 წინააღმდეგი
  • შალვა ნათელაშვილი – 79 მომხრე, 28 წინააღმდეგი
  • ელენე ხოშტარია – 77 მომხრე, 9 წინააღმდეგი

სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, კახა კუჭავასაც, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით თავად მიმართა.

როგორც „ქართული ოცნებაში“ მანამდე განაცხადეს, ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას და შალვა ნათელაშვილის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას უმრავლესობაში მხარს დაუჭერდნენ. გადაწყვეტილება მმართველმა პარტიამ უმრავლესობის სხდომაზე გუშინ, 14 თებერვალს მიიღო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ლელოს“ ლიდერისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საფუძვლად საპარლამენტო უმრავლესობამ სასამართლოს გადაწყვეტილება დაასახელა, რომელმაც ჯაფარიძე ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე დამნაშავედ ცნო, თუმცა იმავდროულად დანაშაულის ხანდაზმულობის გამო, სასჯელი გაუუქმა.

ჯაფარიძე: პარლამენტის კედლებში დღეს პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ახალი ტალღა განხორციელდა

ხოლო რაც შეეხება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, მას მანდატი სხდომების არასაპატიო გაცდენების გამო შეუწყვიტეს. პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია კი, დეპუტატის მანდატის შეჩერებას თავისივე განცხადების საფუძველზე, ჯერ კიდევ ჩატარებული არჩევნების შემდეგ ითხოვდა.

„ქოცხროვას“ მაგიდაზე დაახვედრეთ განცხადებები მანდატების შეწყვეტაზე – ამას ითხოვს თქვენგან სამშობლო: ნათელაშვილი – საპარლამენტო ოპოზიციას 

დღესვე, სხდომაზე საკითხის მოსმენის პარალელურად, საპარლამენტო ოპოზიციამ დღის წესრიგში, ამავე სამი დეპუტატის მანდატების ჩანაცვლების ინიციატივა დააყენა და თქვა, რომ მათი ჩანაცვლება, პარტიების პროპორციული სიებიდანაა შესაძლებელი, თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ განვლილი არჩევნების შემდეგ, პარტიათა თითქმის უმრავლესობამ საპარლამენტო პარტიული სიები გააუქმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, ჯაფარიძისა და ნათელაშვილის მანდატები პროპორციული სიით შეივსოს

შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რამდენად შესაძლებელია დეპუტატების მანდატების შეწყვეტის შემდეგ, მათი პროპორციული სიებიდან სხვა კანდიდატებით ჩანაცვლება, თუკი ეს სიები უკვე გაუქმებულია.

აღნიშნულ საკითხზე, ასევე სხვა პროცედურულ ნაწილზე, განმარტება კონსტიტუციონალისტსა და სამი მოწვევის პარლამენტის ყოფილ წევრს, ვახტანგ ხმალაძეს ვთხოვეთ.

 

გაუქმებული მანდატები და პარტიული სიები

 

როგორც ვახტანგ ხმალაძემ „ფორტუნასთან“ საუბრისას განმარტა, დეპუტატისთვის მანდატების შეწყვეტის შემდეგ, პარლამენტში მათი ადგილმონაცვლე ვერ დაემატება, რადგან ამ პარტიებმა თავიანთი პარტიული სიები გააუქმეს.

პრეზიდენტი: დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას არ ვეთანხმები!

კანონის თანახმად კი პარტიული სიით არჩეული პირის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს, სიით გამსვლელი მომდევნო კანდიდატი იკავებს, თუმცა, რადგან დღეს ეს სიები უკვე გაუქმებულია, არსებული კანონმდებლობით, პარლამენტში ამ სამი დეპუტატის ადგილმონაცვლე ვერავინ იქნება და შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში, ოპოზიციიდან 3 წევრის ადგილიც  გაუქმებულად ჩაითვლება.

თაზო დათუნაშვილი: მანდატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მაგივრად ზარქუებმა, ღუდუშაურებმა და ყოვლად გაურკვეველმა, შემთხვევითმა ადამიანებმა მიიღეს

„გასაგებად რომ განვმარტოთ: პარტიული სია არის ის სია, რომელსაც პარტიები არჩევნების წინ წარადგენენ ხოლმე. არჩევნების შედეგების მიხედვით კი ხდება განსაზღვრა, რომელ პარტიულ სიას, რამდენი მანდატი მიენიჭა. შესაბამისად, პარტიული სიიდან, პირველი 10 ვინც არის, ისინი ხდებიან პარლამენტის წევრები.

თუ ამ 10-დან რომელიმეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა, არ აქვს მნიშვნელობა ამის თუ იმის გამო, მის ადგილს იკავებს პარტიულ სიაში მეთერთმეტე კანდიდატი, მაგრამ თუ პარტიული სია გაუქმებულია, მაშინ ასეთი უფლებამონაცვლე აღარ არის“, – გვითხრა ვახტანგ ხმალაძემ.

როგორც მანვე აღნიშნა, პარტიებმა არჩევნების შემდეგ, თითქმის ყველამ, მიღებულ მანდატებზე უარი განაცხადეს და იმავდროულად თავიანთი პარტიული სიები გააუქმეს.

ამის მიზანი კი ხმალაძის თქმით, იყო ის, რომ როდესაც მათ უფლებამოსილებას შეუწყვეტდნენ, მათი ადგილი ვეღარავის დაეკავებინა, რაკი გამორიცხული არ იყო, რომ პარტიულ სიაში მყოფ რომელიმე კანდიდატს, მანდატზე უარი არ ეთქვა.

„არადა, მთელი რიგი პოლიტიკური მიზეზების გამო, მათ სურდათ, რომ პოლიტიკური კრიზისი გამოეწვიათ. მათ სურდათ, რომ პარლამენტში ორ მესამედზე მეტი არ ყოფილიყო, რათა ზოგადად, საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობის საკითხი დამდგარიყო. იმავდროულად, პარლამენტი ერთპარტიული დარჩენილიყო და ამიტომაც, ასეთი რამ გააკეთეს.

ხვიჩია: არჩევნების შემდეგ “ოცნება” ძალიან “გაბლატავებულია”, რაც ცუდ ქცევებში გამოიხატება, ერთ-ერთი ასეთი ჯაფარიძის პარლამენტიდან გაშვებაა

დავანებოთ თავი, როგორ განვითარდა შემდგომ მოვლენები, შევაფასოთ ამ წუთს რა ვითარებაა. ამ წუთს ვითარება არის ასეთი: პარლამენტმა არ შეუწყვიტა უფლებამოსილება ამ პირებს, მიუხედავად მათ მიერ გაკეთებული განცხადებისა, რომ ყველაფერზე უარს ვამბობთო, რაც ჩემი აზრით, არასწორი იყო.

მე თუ უარს ვამბობ ჩემს მანდატზე, არავის აქვს უფლება მაიძულოს, შევასრულო ის საქმიანობა, რის შესრულებაც არ მინდა, მაგრამ მოხდა ასე – არ შეუწყვიტეს უფლებამოსილება.

დღემდე პარლამენტში დევს ელენე ხოშტარიას განცხადება, რომლითაც ის უარს ამბობს პარლამენტის მანდატის აღებაზე. რაც შეეხება დანარჩენებს, მათი ასეთი განცხადებები უკვე აღარ არის, აღარ არის არც მათი პარტიული სიები, გაუქმებულია.

ხაზარაძე: სირცხვილია, როცა ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გყავს

ამან გამოიწვია ის, რომ გარკვეული დროის წინ, როდესაც მამუკა ხაზარაძემ უარი თქვა მანდატზე, მას უფლებამოსილება შეუწყვიტეს, თუმცა მის ნაცვლად პარლამენტში „ლელოდან“ არავინ შესულა, რადგან პარტიული სია გაუქმებული იყო.

ახლაც ასეთივე ვითარებაა: თუ ამ სამ დეპუტატს პარლამენტი უფლებამოსილებას შეუწყვეტს, მათ ადგილს ვერავინ დაიკავებს, რადგან პარტიული სიები არც „ლეიბორისტულ პარტიას“ აქვს, არც „დროას“ და არც „ლელოს“. – გვითხრა ვახტანგ ხმალაძემ.

 

რამდენად შესაძლებელია პროპორციული სიის აღდგენა

 

დასმულ კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია კანონის თანახმად, პარტიული სიების აღდგენა, კონსტიტუციონალისტმა გვითხრა, რომ ამის შესაძლებლობას კანონი არ იძლევა. მისი თქმით, ეს შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონში ცვლილება შევა.

„სხვაგვარად ეს ვერ მოხდება, მაგრამ აქ სხვა პრობლემაც დადგება: თუ უფლებამოსილება დღეს შეუწყვიტეს, ხვალ ან ზეგ თუ კანონში ცვლილება შეიტანეს, ამის საფუძველზე თუ პარტიული სია აღდგა, რამდენად კანონიერი იქნება ამ კანონისთვის უკუძალის მიცემა? რადგან დღეს ეს სიები არ არსებობს და შესაბამისად, არც მათი უფლებამონაცვლეც.

და თუ ეს სია აღდგა, როგორ გახდება ეს უფლებამონაცვლე თუ ამას უკუძალა არ მიეცა? მოკლედ, სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმაოდ საჭოჭმანო საკითხია“, – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას კონსტიტუციონალისტმა.

თაზო დათუნაშვილი: ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის მოხსნას მოჰყვება პარტიისთვის დაფინანსების შეწყვეტა, მიდის ინტენსიური მოლაპარაკებები, რათა ფრაქცია არ დაიშალოს

 

კანონში ცვლილების მოტივი და უმრავლესობის შესაძლო მზაობა

 

კონსტიტუციონალისტს ვკითხეთ, რა მოტივით შეიძლება უმრავლესობა კანონში ცვლილებებს დასთანხმდეს, თუკი აპრიორი ამას წინ დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტა უძღოდა, რაზედაც მან გვიპასუხა:

„თქვენი კითხვაც გასაგებია, თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ არ უნდათ დავუშვათ ბადრი ჯაფარიძე, მაგრამ თუ პირობითად პეტრე პეტრიაშვილი იქნება, ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. არ იქნება შალვა ნათელაშვილი, მაგრამ იქნება სხვა, ვინც „ლეიბორისტებიდან“ სიაში იყო.

საერთოდ, ეს სიების გაუქმება და აღდგენა, მე მივიჩნევ, რომ საკმაოდ ინფანტილური მოქმედებაა, ეს ხომ თამაში არ არის? შევედი, არ შევედი; გუშინ მინდოდა, დღეს არ მინდა; გუშინ გავაუქმე, დღეს აღვადგინე… ამით საპარლამენტო პროცესის სტაბილურობა ირღვევა და გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობის ხარისხიც შესაბამისად მცირდება“, – გვითხრა ხმალაძემ.

 

უმცირესობის „უპერსპექტივო“ ინიციატივა

 

დამაზუსტებელ კითხვაზე კი, რომელიც ზემოაღნიშნული ინიციატივის პერსპექტივას ეხება, ხმალაძემ გვიპასუხა, რომ ის უმცირესობის ინიციატივის პერსპექტივას ვერ ხედავს, მით უმეტეს, რომ გარდა ელენე ხოშტარიასი, ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო, ამ იდეას გაგრძელება ვერ ექნება.

ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

რაც შეეხება უშუალოდ იმ სამ დეპუტატს, რომელთაც უმრავლესობამ მანდატები შეუწყვიტა, კონსტიტუციონალისტმა ამ თემის მიმოხილვისას გვითხრა, რომ უმრავლესობის ამ გადაწყვეტილების უკან აშკარა პოლიტიკური მოტივები იკვეთება.

„ნათელაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში ბოიკოტის გამო არ დადიოდა, ბოიკოტის გამო პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი, ჩვეულებრივ პოლიტიკურ პროცესად მიიჩნევა, ასეთ დროს, ეს პარლამენტის სხდომების გაცდენად, არასაპატიო მიზეზად არ ითვლება“, – თქვა „ფორტუნასთან“ საუბრისას ვახტანგ ხმალაძემ.

ჩვენ ვკითხეთ კონსტიტუციონალისტს, მაშინ რამდენად ლეგიტიმურია, შალვა ნათელაშვილის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, მმართველი გუნდის აპელირება იმაზე, რომ მას უფლებამოსილება სწორედაც რომ სხდომების გაცდენის გამო შეუწყვეტეს, რაზედაც მან გვიპასუხა:

„აქ უნდა ინახოს შალვა ნათელაშვილის ის განცხადებები, სადაც იგი ბოიკოტზე საუბრობს, ამბობს თუ არა, რომ პარლამენტს ამა თუ იმ მოსაზრებების გამო, ბოიკოტს უცხადებს. თუ ასეთი განცხადებები არის, მაშინ არასაპატიო მიზეზად არ უნდა ჩაითვალოს“, – დასძინა მან.

– ბატონო ვახტანგ, არსებობენ ისეთი დეპუტატებიც, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობას საერთოდ არ იღებენ, მართალია ეს ბოიკოტი არ გამოდის, თუმცა შინაარსობრივად თუ მივყვებით, მაშინ რა სხვაობაა?

„სხვაობა არის ის, რომ მე თუ პარლამენტის წევრი ვარ და არაფერს ვაკეთებ, ეს უპასუხისმგებლობაა ჩემი, იმ პარტიისა, რომელმაც პარლამენტში წარმადგინა და იმ ამომრჩევლისა, რომელმაც ამირჩია.

ასეთი დეპუტატები მხოლოდ ხელფასის გამო კი არა, იმის გამოც არიან პარლამენტში, რომ საჭირო შემთხვევაში, ღილაკს თითი მიაჭირონ. ასეთები ყოველთვის იყვნენ პარლამენტში, თუმცა ეს პრობლემა მაშინაა, როცა ასეთი დეპუტატების რაოდენობა დიდი მასშტაბისაა. ასეთები იყვნენ, არიან და იქნებიან.

ნათელაშვილის შემთხვევაში და საერთოდაც, უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, უმეტეს შემთხვევაში, პოლიტიკური ხასიათისაა ხოლმე. პოლიტიკური იყო პარლამენტის გადაწყვეტილება მაშინაც, როცა სხვა დეპუტატები ითხოვდნენ უფლებამოსილების შეწყვეტას და არ შეუჩერეს.

ცხადია, რომ ეს გადაწყვეტილება ახლაც პოლიტიკურია. ჩვენ პარლამენტში ისეთი შემთხვევაც გვქონია, როდესაც უფლებამოსილება გარდაცვლილ დეპუტატს არ შეუწყვიტეს, ასეთი რამეებიც ხდება. ეს კიდევ სხვა თემაა, თუმცა ნათელაშვილის საკითხზე, პოლიტიკური გადაწყვეტილება აშკარაა“, – თქვა კონსტტუციონალისტმა.

 

უმრავლესობის პოლიტიკური მოტივები

 

„რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, აქ საქმე სხვაგვარადაა: მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური საფუძველი აქვს, რაკი ამ წუთს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე საფუძვლად მიღებულია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სასამართლომ ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო, მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულის ხანდაზმულობის გამო სასჯელი გაუუქმა. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მას არ ეკისრება ნასამართლობა.

მამუკა მდინარაძე – სისულელეებს აკეთებენ და ისევ ჩვენთან მოდიან, გაიღეთ მოწყალებაო – კანონი იმისთვის არ უნდა შეიცვალოს, რომ მათი სისულელეები “გაპრავდეს”

ანუ, სასამართლოს ერთი გადაწყვეტილებით ჯაფარიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ, გათავისუფლდა სასჯელისაგან და მოეხსნა ნასამართლობა, რაც ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების მომენტიდან ჯაფარიძე დამნაშავე აღარ არის. ნასამართლობაც კი არ აქვს, პარლამენტი კი ახლა აპირებს მისი უფლებამოსილების შეწყვეტას იმის გამო, რომ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

ჩნდება ძალიან მარტივი კითხვა: დავუშვათ, ჯაფარიძის მიმართ დამდგარიყო გამამტყუნებელი განაჩენი 10 წლის წინ, დავუშვათ მოეხადა სასჯელი და ამის შემდეგ იგი პარლამენტის წევრად აერჩიათ, კანონიერი იქნებოდა მისი არჩევა? – ცხადია, კანონიერი იქნებოდა. 

შეიძლებოდა პარლამენტს შეეწყვიტა მისი უფლებამოსილება? იგი ხომ სასამართლომ წლების წინ დამნაშავედ ცნო? – ცხადია, არა.

ამ წუთს, ბადრი ჯაფარიძე არ არის დამნაშავე, რადგან მას ნასამართლობა მოხსნილი აქვს. ასე რომ აქ საფუძველი პოლიტიკური მიზანშეწონილობისა, სწორი იქნება თუ არა მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, ზოგადად ქვეყნისა და პოლიტიკური სიტუაციისთვის და გარდა ამისა, თუნდაც სამართლებრივი თვალსაზრისით, არ არსებობს.

არაფერს ვამბობ სასამართლოს გადაწყვეტილების ხარისხზე, რადგან საერთოდ პრობლემურია განხორციელდა თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

გურამ მაჭარაშვილი: 2 წლის წინ ზუსტად იგივე მიზეზით ნიკანორ მელიას შევუწყვიტეთ უფლებამოსილება, დღეს რა ვუთხრათ საზოგადოებას, გამამტყუნებელი განაჩენი მელიასთვის იყო ის აქტი, რომლისთვისაც შეუწყდა უფლებამოსილება და ბადრი ჯაფარიძისთვის არ უნდა იყოს?

ჩემი აზრით, სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, რა გადაწყვეტილებაც არსებობს, ეს არ იძლევა ჯაფარიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს.“ – უთხრა „ფორტუნას“ ვახტანგ ხმალაძემ.

„ეს შეიძლება შეფასდეს როგორც კრიტიკული ინტერესები ან როგორც პირადი შურისძიება“ – ვახტანგ ხმალაძე ბადრი ჯაფარიძის მანდატის შეწყვეტაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g