LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმსივნე აღმომაჩნდა თირკმელზე, ერთი თირკმელი ამომაჭრეს… ამ ყველაფერში დაიხარჯა 23 000 დო­ლა­რი, რომელიც ვი­სეს­ხე“ – რას ამბობს საკუთარ ჯანმრთელობაზე ვახტანგ ხმალაძე, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება

856
ვახტანგ ხმალაძე

30 აპრილს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონსტიტუციონალისტსა და ყოფილ პოლიტიკოსს, ვახტანგ ხმალაძეს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ვახტანგ ხმალაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

დახმარების მსურველი მოქალაქეების ინფორმირებისთვის, ვახტანგ ხმალაძის ახლო ნათესავმა „ფეისბუკში“ შესაბამისი საბანკო რეკვიზიტები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ იგეგმება საქველმოქმედო კონცერტიც, რომელიც 3 მაისს, არტერიის სცენაზე გაიმართება.

ახლახან, მედიასაშუალება Ambebi.ge-მ გაავრცელა ვახტანგ ხმალაძესთან ინტერვიუ, რომელშიც ის საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

„სიმ­სივ­ნე აღ­მო­მაჩ­ნდა თირკმელ­ზე… აქ ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თეს, ამომ­კვე­თეს თირკმე­ლი, თუმ­ცა თირკმლის გა­რეთ რა­ღაც სიმ­სივ­ნუ­რი დარ­ჩე­ნი­ლა, რო­მე­ლიც უნდა ამოკ­ვე­თი­ლი­ყო. არ ვიცი, ეს უცო­დი­ნა­რო­ბით მო­უ­ვი­დათ, თუ რა… ექი­მე­ბი ზუს­ტად ვერ ამ­ბო­ბენ, თირკმე­ლი იყო სიმ­სივ­ნის პირ­ველ­წყა­რო, თუ თირკმელ­ზე­და ჯირ­კვა­ლი. შემ­დეგ მო­მი­წია თურ­ქეთ­ში წას­ვლა, სა­დაც და­მი­ნიშ­ნეს მკურ­ნა­ლო­ბა, დას­ხი­ვე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი ჯერ კი­დევ წი­ნაა. არ ვი­ცით, რო­გო­რი შე­დე­გი ექ­ნე­ბა დას­ხი­ვე­ბას, ამა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა.

ჯერჯე­რო­ბით, ამ ყვე­ლა­ფერ­ში 23 ათა­სი დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა (ვი­სეს­ხე). მი­თხრეს, ხელ­მე­ო­რე ოპე­რა­ცია რთუ­ლი­აო, ამი­ტომ წა­ვიდ­ნენ თე­რა­პი­უ­ლი გზით. ოპე­რა­ცია გა­ნი­ხი­ლე­ბა უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში, თე­რა­პი­ამ შე­დე­გი თუ არ მო­ი­ტა­ნა. ეს არის იმუ­ნო­თე­რა­პი­ის ერ­თწ­ლი­ა­ნი კურ­სი, რო­მე­ლიც 80 ათას­ზე მეტი ჯდე­ბა, ამას უკვე ვე­ღარ გავ­წვდე­ბი. ასეა ჩემი საქ­მე…

ექი­მე­ბი იმედს მაძ­ლე­ვენ, მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ამ­დაგ­ვა­რი შემ­თხვე­ვე­ბი გვქო­ნია და გეშ­ვე­ლე­ბა, ვი­ნა­ი­დან სიმ­სივ­ნე დრო­ზეა აღ­მო­ჩე­ნი­ლი და პრო­ცე­სი შორს არაა წა­სუ­ლიო. იმუ­ნო­თე­რა­პია სამ კვი­რა­ში ერთხელ დამ­ჭირ­დე­ბა, ერთი ინექ­ცია კი 5 ათა­სი დო­ლა­რი ღირს. სეს­ხის გარ­და, მე­ო­რე სე­რი­ო­ზუ­ლი თან­ხა ივ­ლის­ში მექ­ნე­ბა და­სა­ფა­რი. ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბის აფი­ში­რე­ბას არც ვა­პი­რებ­დი, უბ­რა­ლოდ, ჩემ­მა დამ და­ი­ჟი­ნა – და­წე­რა და გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე შე­მეხ­მი­ა­ნა და გულ­თან მი­ი­ტა­ნა ჩემი ამ­ბა­ვი, რისი მად­ლო­ბე­ლიც ვარ. თქვენც დიდი მად­ლო­ბა. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა“, – უთხრა ვახტანგ ხმალაძემ Ambebi.ge-ს.

საბანკო რეკვიზიტები:

თიბისი ბანკი, მიმღები: ვახტანგ ხმალაძე

#GE76TB7879445064300001

საქართველოს ბანკი, მიმღები: ნინო ხმალაძე

#GE93BG0000000161681355

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g