კონსტიტუციონალისტსა და ყოფილ პოლიტიკოსს, ვახტანგ ხმალაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ამ მიზნით იგეგმება საქველმოქმედო კონცერტიც, 3 მაისს, არტერიის სცენაზე. ამ ცნობას მისი ახლო ნათესავი, თამარ ჯაფარიძე ავრცელებს.
„ჩემს ბიძას, ვახტანგ ხმალაძეს, ფიზიკოსს და კონსტიტუციონალსტს, რომელმაც მთელი ცხოვრება განათლებას, ქართული სახელმწიფოს განვითარებასა და წინსვლას მიუძღვნა, ახლა თქვენი მხარში დგომა სჭირდება. მას ჯანმრთელობის პრობლემის გამო ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა.
არტერიის ეს კონცერტიც ამას ეძღვნება. ვინც ვერ შეძლებთ მოსვლას შეგიძლიათ ჩარიცხოთ ნებისმიერი თანხა ამ ანგარიშზე:
თიბისი ბანკი, მიმღები: ვახტანგ ხმალაძე
საქართველოს ბანკი, მიმღები: ნინო ხმალაძე
ბილეთები:
დიდი მადლობა ანთის და არტერიას და ყველას ვინც გვერდით დაგვიდგება”, – წერს თამარი.
