პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხანგრძლივი დებატების შემდეგ კენჭისყრა ჩატარდა.
გადაწყვეტილების მიღების დროს სასესიო დარბაზში იმყოფებოდა ბადრი ჯაფარიძე.
ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ პარტია „ლელოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა შეაფასა.
როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილებას არანაირი საფუძველი არ აქვს და ის პოლიტიკური მოტივით არის განპირობებული.
ჯაფარიძე: პარლამენტის კედლებში დღეს პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ახალი ტალღა განხორციელდა
„პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ეს არ არის უბრალოდ ჩვენი პარტიისთვის, კონკრეტულად მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მომხდარი ამბავი. რა თქმა უნდა, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური დევნა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება ამ ადამიანების მიმართ და ჩვენი პარტიის მიმართ.
დღეს ძალიან მძიმე დღე იყო ქართული დემოკრატიისთვის. კიდევ ერთხელ ნათლად, ძალიან უხეში ფორმით მივიღეთ მიტაცებული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გამოვლინება, როდესაც საქართველოს მოქალაქეების არჩევნების გზით არჩეულ დეპუტატებს, აბსოლუტურად გაურკვეველ, უსაფუძვლო და უკანონო პრინციპით შეუწყვიტეს მანდატები.
ქართველი ხალხის მაგივრად ზარქუებმა, ღუდუშაურებმა და ყოვლად გაურკვეველმა, შემთხვევითმა ადამიანებმა, რომლებიც თვლიან, რომ დღეს მათ ყველაფრის უფლება აქვთ ამ ქვეყანაში.
თუმცა, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში მხედველობაში უნდა მიეღოთ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
მათი შეფასებით, როცა სასამართლო მძიმე დანაშაულში სდებს ბრალს ლელოს ერთ-ერთ ლიდერს ისინი პარლამენტის წინააღმდეგ ვერ წავიდოდნენ…
პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.
პრეზიდენტი: დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას არ ვეთანხმები!
„ერთი მხრივ ეს არის ტყუილი, პოლიტიკური გადაწყვეტილება. არავითარი ვალდებულება პარლამენტს არ ჰქონდა, რომ გადაწყვეტილება ამ ფორმით მიეღო.
მეორე მხრივ, გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ივანიშვილის ჯიბის სასამართლომ არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და უკანონო.
პროცედურულად თუ გავყვებით მთელ ამ ამბავს, განაჩენი, რომელიც დადგა-არავითარი მსჯელობა არ მოჰყოლია, რომელიც ხანდაზმულია, არც დაზარალებული არ ჩანს.
ნასამართლეობაც კი არ წარედგინა ბადრი ჯაფარიძეს და რატომღაც მაჭარაშვილმა და სხვა “ქართული ოცნების” სახეებმა გადაწყვიტეს, რომ მათ აქვთ უფლება, რომ ბადრი ჯაფარიძეს, საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეულ დეპუტატს მოუხსნან მანდატი.
ერთი მხრივ სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უკანონო. მეორე მხრივ, სასამართლო პროცესი არ არის დასრულებული, საქმე აპელაციაშია, შემდეგ გადავა უზენაეს სასამართლოზე. პარალელურად, საჩივარი მიდის საკონსტიტუციო სასამართლოში.
და ამ პროცესში ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის მოხსნა არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება.
ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის შედეგად, პარტია “ლელო“ საბიუჯეტო დაფინანსებას კარგავს.
რამდენად დგას იმის საშიშროება, რომ საპარლამენტო ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ შესაძლოა დაიშალოს?
მუშაობა მიდის ახლა ინტენსიურად და მოლაპარაკებები, რომ ფრაქცია არ დაიშალოს.
ასევე კი, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის მოხსნას მოჰყვება პარტიისთვის დაფინანსების შეწყვეტა, საარჩევნო ადმინისტრაციაში ადგილების დაკარგვა.
სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური დევნა.
ერთი გასროლით მათ პარტია „ლელოს“ კუთხეში მომწყვდევა დაისახეს მიზნად.
მაგრამ, ცალსახად მინდა გითხრათ და მინდა მსმენელმაც გაიგოს, რომ როგორც ყველა სხვა ბრძოლაში აქამდე გამოვედით გამარჯვებულები, ამ ბრძოლიდანაც, დევნიდან, იმ უკანონო სასამართლო პროცესიდან, ყველა სხვა პოლიტიკური დევნიდან, რომელიც ჩვენი პარტიის მხრივ ხორციელდება ამ 2 წლის განმავლობაში, აი ამ ბრძოლიდანაც გამოვალთ გამარჯვებულები.
რას აპირებთ? დღეს ბადრი ჯაფარიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მანდატის გარეშეც გააგრძელებს ბრძოლას
რა სახე შეიძლება ჰქონდეს ჯაფარიძის პოლიტიკურ აქტივობას ამ შემთხვევაში?
ვაგრძელებთ იმას, რა პროცესიც დავიწყეთ უკვე თვეებია.
საქართველოს მოქალაქეების ღირსებას, ქართულ დემოკრატიას დღეს ემუქრება უდიდესი საფრთხე ივანიშვილის პარტიის სახით. ჩვენ აბსოლუტურად ყველა პლატფორმაზე, იქნება ეს პარლამენტი, საკრებულოები, ჩვენი პარტიული ორგანიზაციები, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს ღირსება არ აყარონ საქართველოს მოქალაქეებს და ქართული დემოკრატია არ დაასამარონ საბოლოოდ.
თვეების დავდივართ უკვე ქალაქ ქალაქ, სოფელ სოფელ და ადამიანებს ველაპარაკებით, რომ მათი ყველა ყოფითი უბედურების საწყისი არის ივანიშვილის კორუმპირებული მთავრობა და ის რუსული პოლიტიკა, რომელსაც ისინი ატარებენ.
აი ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე და ეს ბრძოლა დამთავრდება აუცილებლად გამარჯვებით,“-განაცხადა თაზო დათუნაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.