ავსტრალიელი მოდელი მირანდა კერი და ევან შპიგელი ოფიციალურად დაქორწინდნენ. ცერემონია ბრენტვუდში მდებარე მათ სახლში 27 მაისს შედგა და მას დაახლოებით 50 ადამიანი ესწრებოდა.34 წლის კერი და 26 წლის შპიგელი გასული წლის ბოლოს დაინიშნენ.
შეგახსენებთ, რომ მირანდასთვის ეს მეორე ქორწინებაა. მისი პირველი მეუღლე მსახიობი ორლანდო ბლუმი იყო, რომელთანაც ვაჟიშვილი ჰყავს.