მირანდა კერი და ევან შპიგელი ბავშვს ელოდებიან. 34 წლის სუპერმოდელისთვის ეს მეორე შვილია, მას უკვე ჰყავს 6 წლის ბიჭუნა ორლანდუ ბლუმთან ქორწინებიდან. ხოლო მისი 27 წლის მილიარდერი ქმრისთვის ეს პირველი შვილი იქნება. მეუღლეებმა ეს სასიხარულო ამბავი ოფიციალურად დაადასტურეს.
ორსულობის რა ვადაზეა მირანდა, ეს ჯერ უცნობია, თუმცა, ვარსკვლავის თაყვანისმცემლებმა იცოდნენ, რომ მირანდა და ევანი ბავშვის გაჩენას ქორწილის შემდეგ გეგმავდნენ.
„არავითარი ბავშვი, სანამ არ დავქორწინდებით, ევანი ამ საკითხში ძალიან კონსერვატიულია, ამიტომ ჯერ მოვიცდით“ – ამბობდა მირანდა ქორწინებამდე.
შეგახსენებთ, მირანდა კერი და Snapchat-ის დამაარსებელი, ევან შპიგელი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდებიან. ახალგაზრდა ევანის ქონება სამ მილიარდ დოლარად არის შეაფსებული.
ქორწილში მირანდას Dior-ის კრეატიული დირექტორის, მარია გრაცია კიურეს მიერ შეკერილი კაბა ეცვა.