LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მირჩევნია მივიღო რეპუტაციული ზიანი, ვიდრე ქვეყანაში სამართალის აღსრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო: დიმიტრი ხუნდაძე

59
დიმიტრი-ხუნდაძე

“ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების გამო საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ ამბობს, რომ მას ურჩევნია მიიღოს პოლიტიკური რეპუტაციული ზიანი, ვიდრე ქვეყანაში სამართალის აღსრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

მისივე თქმით, ევროატლანტიკური მიმართულება გადახედვას არ ექვემდებარება, მაგრამ ევროატლანტიკური მიმართულება მიმზიდველი იმითაა, რომ კანონი იქ უპირატესად დაცულია. ხუნდაძის განცხადებით, კანონი ჩვენს ქვეყანაშიც არის უპირატესი, ვიდრე პოლიტიკური ასპექტი.

“თუმცა, არის შეფასებები იმდაგვარი, რომ პოლიტიკური შემადგენელი თითქოსდა ჭარბობდა ამ გადაწყვეტილებაში. როცა პირი და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად, ნიკანორ მელია პირდაპირ სახეში ესვრის სამაჯურს და გამოწვევას უკეთებს სახელმწიფოს, სამართალს, სახელმწიფო ვალდებულია შეასრულოს უპირატესი ვალდებულება – დაიცვას კანონი. თუ არჩევანი დგება პოლიტიკა თუ სამართალი, რა თქმა უნდა, უპირატესია სამართალი.

“თუ ვინმე თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ან თუნდაც დიმიტრი ხუნდაძემ ამ დამოკიდებულებით და შეფასებით მიიღო პოლიტიკური რეპუტაციული ზიანი, მე მირჩევნია მივიღო პოლიტიკური რეპუტაციული ზიანი, ვიდრე ქვეყანაში სამართალის აღსრულება დავაყენო კითხვის ნიშნის ქვეშ. ქვეყანა, სადაც სამართალი არ არის აღსრულებადი, ის პოლიტიკურად, სამართლებრივად და იმიჯურად არის ცუდ მდგომარეობაში”, – განაცხადა ხუნდაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები