LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მირჩევნია, ნებისმიერი საარჩევნო ბარიერი გადავლახო, ვიდრე ამათ „ვეჯღანაო“ – „ქოცების“ და „ნაცების“ მაიმუნობას და ვაჭრობას ვერ ავყვები, ამ ყველაფერმა დამღალა: იაგო ხვიჩია

42
იაგო ხვიჩია

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში 2%-იანი საარჩევნო ბარიერის 3%-მდე გაზრდას არ გამორიცხავს, პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ეხმიანება და აცხადებს, რომ „ურჩევნია ნებისმიერი ბარიერი გადალახოს, ვიდრე ამათ „ეჯღანოს“. მისი განცხადებით, ის „ქოცების“ და „ნაცების“ მაიმუნობას და ვაჭრობას ვერ აჰყვება, რადგან ამ ყველაფერმა დაღალა.

ხვიჩია აღნიშნავს, რომ მხარს ისეთ ბარიერს არ დაუჭერს, რამდენი ხმა და პროცენტიც „გირჩს“ არ აუღია.

ხვიჩიამ გაიხსენა ისიც, რომ თავის დროზე „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პროპორციული არჩევნების ბუნებრივი ბარიერით ჩატარების პირობით გამოვიდა, რა პირობაც „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია.

ამის მორალური უფლება არ მაქვს. ეს „ქართული ოცნების“ ყველა წევრმა იცის. 3%-იანი ბარიერის შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

თუ რამე ნორმალური სიტყვა უთქვამს „ქართულ ოცნებას“, სწორედ ეს სიტყვა იყო, რისი გატეხვაც საკუთარი თავის უპატივცემულობაა. დავრწმუნდი, პოლიტიკოსებს ამ ქვეყანაში საკუთარი თავისა და სიტყვის უპატივცემულობა არაფრად მიაჩნიათ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამათ სიტყვაზე და პატივისცემაზე დამოკიდებული არ ვიყოთ და ნებისმიერი ბარიერის დასაძლევად ვიბრძოლოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g