პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბრალდებულ მირზა სუბელიანზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა.
უწყების მიერ გავრცლეებულ განაცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებული 24-საათიანი ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თუკი დაცვის მხარეს აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების სურვილი აქვს, ბრალდებული მირზა სუბელიანი დაუყოვნებლივ მოინახულოს მისმა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, “რუსთავი 2” -მა დღეს მორიგი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, სადაც სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ. ფარული მასალით ირკვევა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული ყოფილი პროკურორი, ხელისუფლებაზე გაბრაზებულია და შურისძიებაზე საუბრობს. სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ფარულ აუდიო ჩანაწერში აცხადებს, რომ სოზარ სუბარის ხათრით თავს იკავებს და ხელისუფლებას არ ამხობს.