LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მირზა სუბელიანის დასაკითხად ციხეში პროკურორები შევიდნენ

74

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის გამოსაკითხად პროკურორები გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდნენ.

ცნობილია, რომ პროკურორები მირზა სუბელიანს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოკითხავენ.

მირზა სუბელიანთან იმყოფებიან ასევე, მისი ადვოკატებიც – ეკა ხუციშვილი და ინგა ჩალაური.