LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანის ციხის ტერიტორიაზე ავტობუსებით სპეცრაზმი შეიყვანეს

92
52457A50-C97F-4EE7-A965-EC983A6B38A5

გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებასთან, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, საპოლიციო ძალების მობილიზებაა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციისა და კადრების თანახმად, დაწესებულების ეზოში ე.წ. ყვითელი ავტობუსებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფები შეიყვანეს.

ამასთან, დაწესებულების ეზოში შეჰყავთ პოლიციის მანქანები.

შეგახსენებთ, რომ პენიტენციური სამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს

 

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“