სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდიან.