LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია: სუს-ი

65
სუსიიი

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სპეცდანიშნულების რაზმები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადაადგილდებიან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმიანება და აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია.

მათივე ცნობით, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, პირდაპირ ემსახურება წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში შიშისა და პანიკის დათესვას, აზიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმიჯს და მიზნად ისახავს უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებას.

„გვსურს გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეც დანიშნულების რაზმის გადაადგილებასთან დაკავშირებით.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია.

მსგავსი  დეზინფორმაციის გავრცელება, პირდაპირ ემსახურება წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში შიშისა და პანიკის დათესვას, აზიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმიჯს და მიზნად ისახავს უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები