LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მირზა სუბელიანს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები აქვს და პროკურატურას აშანტაჟებს – ზვიად კუპრავა

35

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა, პროკურატურაში დაკითხეს. მისი განცხადებით, საგამოძიებო უწყებას მიაწოდა ინფორმაცია, პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან, მირზა სუბელიანთან დაკავშირებით, რომელსაც კუპრავას მტკიცებით, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის სკანდალური ვიდეო აქვს.

მისივე თქმით, სწორედ ამ მასალით ხდება სამართალდამცველების დაშანტაჟება, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრე არ გაფართოვდეს.

„მივაწოდე პროკურორს ინფორმაცია, რომ ნამდვილად მირზა სუბელიანს გააჩნია აღნიშნული კადრები, ვგულისხმობ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებს. ჩემთან კომუნიკაციის პერიოდის არცერთ ეტაპზე მათ არ უარუყვიათ აღნიშნული კადრების არსებობა და ჩვენი ყოველი საუბარი ეხებოდა აღნიშნულ კადრებს და მის ჩემთვის გადმოცემას,“- აღნიშნა ზვიად კუპრავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები