გიორგი მასხულიას ორგანიზებით, მორიგი სილამაზის კონკურსი გაიმართა. მის ჟიურიში იყვნენ გია ჯაჯანიძე, ირმა სიორიძე და ზალიკო ბერგერი. ღონისძიების წამყვანი გახლდათ იოანე ქართველი.
გამარჯვებულები თავად გიორგი მასხულიამ საზეიმო ვითარებაში გამოავლინა. „მის აჭარა“ გახდა ანანო კორძაია, „მისტერ აჭარა“ ანრი შაინიძე. კონკურსზე ასევე დასახელდნენ Mister West და Miss West, გიორგი ხიხაძე და ანანო ბერიშვილი.




