LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მის სამყარო 2017“ სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელი გახდა (ფოტო)

111

ლას-ვეგასში კონკურს „მის სამყაროს“ რიგით 66-ე ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის 92-მა ლამაზმანმა მიიღო. მთავარი ჯილდო წილად სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელს, 22 წლის დემი-ლი ნელ-პიტერსს ხვდა.

შოუ, რომელიც სასტუმრო Planet Hollywood-ის თეატრში AXIS გაიმართა, სამ საათს გაგრძელდა. ტრადიციული ინტერვიუს დროს, რომელიც კონკურსანტებს შორის ტარდება, მომავალმა გამარჯვებულმა განაცხადა, რომ თავის მთავარ უპირატსეობად თავდაჯერებულობას მიიჩნევს.

საპატიო გვირგვინი მას წინა წლის გამარჯვებულმა, ფრანგმა ირის მიტენარმა გადასცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები