LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა არასდროს არავის ატყუებს – სააკაშვილის ბიძა

235
BeFunky-collage (7)

მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია “ტვ პირველთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოსულ მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი არ შემდგარა.

მისი თქმით, მისი დისშვილი ივანიშვილს არცერთ საკითხზე დაურეკავდა.

“საქართველოში ჩამოსულ სააკაშვილს ივანიშვილთან არ შეიძლება დაერეკა. დარწმუნებული ვარ ამაში იმდენად, რომ შემიძლია გარანტიაც მოგცეთ. შეუძლებელ რაღაცას მეკითხებით. აქ საუბარია ორ განსხვავებულ ფსიქოლოგიაზე… ისინი სხვადასხვა სიბრტყეში არსებობენ, შეუთავსებლები არიან. ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს ნაძალადევად, ეგ ურთიერთობა?”, – თქვა ალასანიამ.

ის სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა.

“მან ანახა რამდენიმე მომენტი – ანახა რომ არ არის მშიშარა, ეს ნარატივი საერთოდ მოსპო. მის გარშემო ხომ ძალიან ბევრი მითოლოგია შეიქმნა – რომ მიშა არასდროს ჩამოვა, ატყუებს თავის ამომრჩეველს…

მეორე – მან გააქარწყლა ის მოსაზრება, რომ ის ვინმეს ატყუებს. მიშა არასდროს არავის ატყუებს”,- თქვა მან.

დღემდე პასუხი ვერ მივიღე – რისთვის ჩამოვიდა საქართველოში მიხეილ სააკაშილის ბიძა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g