LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა ქირია: „გადაცემებში დაჰყავთ ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში, სილიკონის გარდა, არაფერი გაუკეთებიათ…“

1018
mishaqirianews45

ცნობილი საოპერო მომღერალი, მიშა ქირია სოციალურ ქსელში საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს, ეხმაურება ოპერატორ ალქესანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას და წერს:

„ცოტათი გრძელი პოსტი გამოვიდა…

არ მინდოდა ცხელ გულზე რამის დაწერა და ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი.

ძალიან ვწუხვარ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებ ოჯახს, ყველა მის მეგობარს და სრულიად საქართველოს. დიდი ტრაგედია დატრიალდა. განსაკუთრებით მტკივნეული იყო მისი გადასვენების ნახვა.

პოლიცია

როცა ქვეყანაში ერთ აქციაზე 50 ჟურნალისტს ცემენ და პოლიცია ვერ ან არ ახერხებს ამ ძალადობის აღმოფხვრას.

სამღვდელოება

როცა ფაშისტებს სამღვდელოების დიდი ნაწილი აქეზებს და მოუწოდებს ძალადობისკენ.

როცა 25 მილიონით შეიძლება უამრავი ახალგაზრდის სწავლის დაფინანსება უცხოეთში.

განათლება

როცა ჩამოქცეულია განათლების სისტემა.

პოლიტიკოსი

როცა პარლამენტარის ხელფასი 3500 ლარია და ფეშენებელურ სახლებს იშენებენ.

როცა უბრალო ცრუ დაპირებებს იძლევიან და ამაზე შემდეგ პასუხს არავინ სთხოვს.

როცა თითქმის ყველა იპარავს და ხალხი თვალს ხუჭავს ამაზე.

ხალხი

როცა ადამიანი ფულს გთხოვს, მისცემ და დათქმულ დროს ფულს კი არა, უბრალო მესიჯსაც კი არ მოგწერს, რომ ვერ ახერხებს მოცემას (6 შემთხვევა მქონდა).

ტელევიზია

როცა ტელევიზიიდან მუდამ ნეგატივი გვესმის, ვიღაცა მოკლეს, ვიღაცა გააუპატიურეს, ვიღაცამ თავი მოიკლა.

როცა გადაცემებში დაჰყავთ ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში, სილიკონის გარდა, არაფერი გაუკეთებიათ.

როცა გადაცემები მიჰყავთ არა ჟურნალისტებს, არამედ სხვა დანარჩენი სფეროს წარმომადგენლებს, რომლებმაც საკუთარი პროფესიით დასაქმება ვერ შეძლეს და იძულებულები არიან, აკეთონ ის, რაც მათი საქმე არ არის…

კულტურა

როცა შენს ქვეყანაში 2010 წლიდან დღემდე მხოლოდ ერთი სპექტაკლი გაქვს ნამღერი და პანდემიის პირობებშიც კი, ევროპის საუკეთესო სცენებზე წელიწადში 50-60 სპექტაკლს მღერი

და უამრავი სხვა რამ…

როცა ასე ფიქრობს და მოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, მაშინ ვიღებთ იმას, რაც მივიღეთ…

ყველა მიმართულებით კატასტროფული მდგომარეობაა, ერში, ბერში, მთავრობაში, ოპოზიციაში, ჟურნალისტიკაში, კულტურაში, მედიცინაში, ზოგადად, ხალხში… სანამ ამას თვალს არ გავუსწორებთ და არ დავიწყებთ ამ ყველაფრის აღმოფხვრას, მუდამ ასეთი სიტუაცია იქნება…

ვფიქრობ, უნდა აეკრძალოთ ხელისუფლებაში მყოფ პირებს უცხოეთში მკურნალობა და ძალიან მალე შექმნიან ღირსეულ ჯანდაცვის სისტემას.

უნდა აეკრძალოთ მათ ოჯახის წევრებს უცხოეთში სწავლა და ძალიან მალე შექმნიან ღირსეულ განათლების სისტემას.

პ.ს.

ოპოზიციაზე კარგად ვერ დავწერე, სავალალო მდგომარეობაში ხართ, 50 პოლიტიკოსი ვერ გაერთიანდით და თქვენ ქვეყანას გააერთიანებთ?…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g