LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა ქირია: ,,მიხარია, რომ ბერლინის დოიჩე ოპერის სცენაზე ვბრუნდები უმნიშვნელოვანესი როლით!”

171
mishaqirianews

საოპერო შემსრულებელი, მიშა ქირია სოციალურ ქსელში წერს, რომ 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში სცენას ბერლინში დაუბრუნდება.

“ჩემო ძვირფასებო, მიხარია, რომ ოქტომბერ-ნოემბერში ბერლინის დოიჩე ოპერის სცენაზე დავბრუნდები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლით, შექსპირის, ვერდის და ბოიტოს საოცარი ქმნილებით “ფალსტაფი”.

“უბრალოდ სრულყოფილია, როგორც სცენურად, ასევე ვოკალურად, ფალსტაფი ახალგაზრდა ქართველი ბარიტონის მიშა ქირიას შესრულებით…”, წერდა
იტალიური საოპერო გამოცემა
connessiallopera.it, ხოლო ესპანური გამოცემა Codalario.com-მა, გამოაქვეყნა სტატია შემდეგი სათაურით: “მიშა ქირია აოცებს ფალსტაფის მეორე შემადგენლობით მადრიდის სამეფო თეატრს.”

ოპერის შემსრულებელს მომავალ დადგმაში წარმატებას ვუსურვებთ!..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები