მიშელ ობამა 17 წლის ქალიშვილთან, საშასთან ერთად პარიზში ბიონსესა და ჯეი-ზის კონცერტს დაესწრო. ტურნე სახელწოდებთ On the Run II ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია მეუღლეებისთვის და მას უამრავი ცნობილი ადამიანი ესწრება.
ამჯერად პაპარაცების ობიექტივში მოხვდა სცენასთან ახლოს მდგომი მიშელ ობამა, რომელიც ბიონსეს სიმღერის დროს ცეკვავდა. ამერიკის ყოფილი პირველი ლედი არც პაპარაცებს მოერიდა და მთელი სიმღერის მანძილზე ცეკვა არ შეუწყვეტია. მასთან ერთად ცეკვავდა ბიონსეს დედა, ტინა ნოულზიც. მიშელ ობამამ საკონცერტოდ არჩევანი თეთრი ფერის სპორტულ სამოსზე გააკეთა, რომელიც ღია სანდლებთან ჰქონდა შეხამებული.
ბიონსე და მიშელ ობამა დიდი ხნის მეგობრებია არიან. ბიონსე აქტიურად იყო ჩართული ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიაში. სწორედ ბიონსემ იმღერა ამერიკის ჰიმნი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე და შეასრულა სიმღერა პირველ საპრეზიდენტო გალა-ვახშამზე.
Yasss mothas…. #michelleobama #tinalawson #OTRII
A post shared by Church of Beyonce (@beyonceismysaviour) on