ბრიტანეთის პრინცი ჰარი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, სადაც მხარი დაუჭირა Invictus Games-ს – საერთაშორისო შეჯიბრს, რომელიც ჰგავს პარაოლიმიურ თამაშებს, მასში მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჯარისკაცებიც იღებენ.
დაჭრილ სამხედროებთან შესახვედრად ვირჯინიის შტატის სარეაბილიტაციო ცენტრში ელისაბედ მეორის შვილიშვილი აშშ-ს პირველ ლედისთან, მიშელ ობამასთან და ვიცე-პრეზიდენტის მეუღლესთან -ჯილ ბაიდენთან ერთად მივიდა.

ამავე დღეს, მოგვიანებით პრინცი ჰარი ბარაკ ობამას მიწვევით თეთრ სახლშიც იმყოფებოდა. საუბრისას ობამამ ბრიტანელ პრინცს ავღანეთში სამხედრო სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.








