ფრანგი მწერალი, 62 წლის მიშელ უელბეკი დაქორწინდა. ეს მისი მესამე ქორწინებაა.
ფოტოები საფრანგეთის ყოფილმა პირველმა ლედიმ, მოდელმა და მსახიობმა, კარლა ბრუნიმ ინსტაგრამით გაავრცელა. ფრანგული მედია სწორედ მასზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
“მადლობა უნდა გადაგიხადოთ თქვენი ბედნიერების გაზიარებისთვის” – წერს კარლა ბრუნი ინსაგრამზე.
როგორც ფოტოზე ჩანს, უელბეკის მეუღლე, ლიზისი აზიური წარმოშობისაა.
უელბეკი წინა ორ მეუღლესთან განქორწინებულია. ბოლოს ის ცოლს 2010 წელს გაშორდა.