LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშელ უელბეკი – პანდემიის შემდეგ სამყარო ასეთივე იქნება, თუმცა ცოტა უარესი…

444
Houellebecq

ფრანგი ნოველისტი მიშელ უელბეკი არ იზიარებს საყოველთაოდ გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს უკეთესობისაკენ შეცვლის. უელბეკმა, რომელსაც თავისი ფანები  ნიჰილისტური, ინდივიდუალისტური ერის  ერთგვარ წინასწარმეტყველად  მიიჩნევენ, ცივი წყალი გადაასხა ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ პანდემიას შეუძლია ყველა ჩვენგანი უკეთესი გახადოს.

„ნახევარი წამითაც კი არ მჯერა, რომ, „ძველებურად აღარაფერი იქნება“. ჩვენ არ გავიღვიძებთ ახალ სამყაროში კარანტინის დასრულების შემდეგ. ყველაფერი იგივე იქნება, მხოლოდ ცოტა უარესი“  – ამის შესახ მან საფრანგეთის საზოგადოებრივი რადიოსთვის დაწერილ ესეში ისაუბრა.

მწერალი, რომლესაც საყოველთაო პოპულარობა 1998 წლის ნოველამ, „ელემენტარულმა ნაწილაკებმა“ /Atomised მოუტანა, Sars-Cov-2-ს ბანალურ ვირუსად მიიჩნევს და თვლის, რომ მიღებული ზომები გადაჭარბებულია, სოციალური დისტანცირება და სახლიდან მუშაობა კი კიდევ ერთი ნაბიჯია ტექნოლოგიების გამარჯვებისაკენ ძველმოდურ ადამიანურ ურთიერთობებზე.

უელბეკმა სიცილი ვერ შეიკავა როდესაც გაიგო რომ ზოგი ადამიანი, მათ შორის მწერლები,  არსებულ ვითარებას მის პოსტ-აპოკალიპტურ ნოველა „კუნძულის შესაძლებლობებში“ (2005) აღწერილს ადარებს, სადაც კაცობრიობა თითქმის განადგურებულია. გარდა ამისა მან აღნიშნა, რომ „მუდამ ყველაზე მდიდარ და განვითარებულ ზონებად ყოფნა დასავლეთის ქვეყნების წმინდათაწმინდა უფლება არ არის. სიკვდილიანობის მაჩვენებლებშიც კი აირეკლა არსებული რეალობა. საფრანგეთი უკეთეს მდგომარეობაში ასრულებს ეპიდაფეთქებას, ვიდრე ესპანეთი და იტალია, თუმცა უარესში, ვიდრე გერმანია და ეს მოსალოდნელიც იყო.“

64 წლის უელბეკი, რომელიც ძალიან ბევრს ეწევა და ამის გამო რისკ-ჯგუფში შედის განსაკუთრებით იმან გაანაწყენა, რომ საფრანგეთში შემოღებული მკაცრი საკარანტინო ზომების გამო მას სეირნობა მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიაზე შეუძლია, კერძოდ საკუთარი სახლის კარიდან ერთი კილომეტრის რადიუსში. ,,მწერალმა ფეხით უნდა იაროს. თუ დღეში რამოდენიმე საათს არ ისეირნებ, შესაძლოა თავში არსებული სიუჟეტების, დიალოგების და სურათებისაგან ცუდად გახდე ან გაგიჟდე“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ ყველაზე საშინელი აზრები მაშინ აწუხებს, როდესაც მოხუცთა თავშესაფრებში გარდაცვლილებზე ფიქრობს. უელბეკი საზოგადოებას აკრიტიკებს იმ დამოკიდებულებისათვის, რომელიც ვირუსის მსხვერპლთა უმეტესობის მიმართ არსებობს.  ,,ჩვენთვის ასე უდარდელად არასდროს აუხსნიათ, რომ როდესაც 70, 75 ან 80 წლის ხარ შენი სიცოცხლე ისეთივე ღირებული აღარ არის, როგორიც სხვების. ამას ისე ამბობენ, თითქოს ეს ადამიანები უკვე მკვდრები იყვნენ“, – ამბობს მწერალი.

მიშელ უელბეკმა სახელი ნიჰილისტური ნოველების წერით გაითქვა, სადაც ძირითადად მიზოგინური კაცების უსიყვარულო არსებობას აღწერს. მისი ბოლო ნაწარმოები – „სეროტონინი“ დეპრესიაში მყოფ სოფლის მეურნეობის სპეციალისტზე მოგვითხრობს, რომელიც საქმეშიც და პირად ცხოვრებაშიც წარუმატებელია. დეპრესიის დასაძლევად იგი გადაწყვეტს გამოიყენოს ბედნიერების ჰორმონის, სეროტონინის შემცველი პრეპარატი.

უფრო ადრე გამოქვეყნებული კიდევ ერთი საყოველთაოდ ცნობილი ნაწარმოები „მორჩილება“, რომელიც 2015 წლის 7 იანვარს, სატირულ გამოცემა „შარლი ებდოზე“ განხორციელებული ტერაქტის დღეს გამოქვეყნდა, წინასწარმეტყველებს, რომ 2022 წელს საფრანგეთს მუსლიმი პრეზიდენტი ეყოლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g