LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშელის ხელშეკრულება ძალაშია და ამას ვერ შეცვლის „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო ლიდერების განცხადებები: ბადრი ჯაფარიძე

50
1596616623-5f2a6fd1a5b1f

“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის ძირითადი საკითხი იქნება შარლ მიშელის დოკუმენტის განხორციელების პროცესი და „ქართული ოცნების“ დემარში”,-ამის შესახებ ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” ლიდერებისთვის სანქცირების საკითხი გარდაუვალია.

„შეთანხმება ძალაშია, მისი გარანტორები არიან აშშ და ევროკავშირი და „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ყველა ვალდებულების შესრულება, რაც არ უნდა შეეცადოს ადამიანების, ჩვენი თანამოქალაქეების შეცდომაში შეყვანას, თითქოსდა მათ შეუძლიათ ეს ხელშეკრულება გააუქმონ. ასეთ რამეს „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს. ეს ყველაფერი, ალბათ, დამთავრდება იმით, რომ თუ ასეთ მოქმედებას გააგრძელებენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ მიმართ აუცილებლად დადგება სანქცირების საკითხი, ეს იქნება გარდაუვალი. როგორც ჩანს, მათ ეს გზა აირჩიეს, ეს არის მათი არჩევანი“,- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება.

„ლელოს“ ლიდერებთან შეხვედრის დაწყებამდე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მივიდა „გირჩის“ ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი. პრეზიდენტი უკვე შეხვდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესაც, რომელმაც ათონელის რეზიდენცია კომენტარის გარეშე დატოვა.

ამასთან, ირაკლი კობახიძის გარდა დღის განმავლობაში პრეზიდენტი მმართველი გუნდის კიდევ ერთ წარმომადგენელს, პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძეს შეხვდება. გარდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა, სალომე ზურაბიშვილი დღეს, ინდივიდუალურად ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც გამართავს აუდიენციებს. კერძოდ, შეხვედრებია დაგეგმილი ბადრი ჯაფარიძესთან, მამუკა ხაზარაძესთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან, ლევან იოსელიანთან და ხათუნა სამნიძესთან.

magti 5g