LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მისი გამხნევება და დალოცვა ყველანაერ მატერიალურ დახმარებაზე მეტი იყო“

1885
69003561-1261636473998110-3594834699870011392-n

ნიკა ქართველიშვილი, რომელიც ძმასთან ერთად დედის გადასარჩენად ფულს ტაქსაობით აგროვებს, ემოციურ ისტორიას აქვეყნებს.

როგორც ის წერს, დაუკავშირდა შუახნის ქალბატონი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა, თავისი ისტორია უამბო, გაამხნევა და 20 ლარი აჩუქა.

„მისი გამხნევება და დალოცვა ყველანაერ მატერიალურ დახმარებაზე მეტი იყო“

„დღეს ქალბატონმა ირინამ დამირეკა: “შვილო, ნუცუბიძეზე რომ მოხვდები 63 ნომერში შემოიარე საქმე მაქ შენთანო, მე თვითონ გადაადგილება არ შემიძლია თორე არ შეგაწუხებდიო”.

მივედი, გამიცნო, გამამხნევა, მითხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება, თავისი ისტორია მომიყვა, როგორ დაამარცხეს ეს სენი თავისი ოჯახისწევრის შემთხვევაში და 20 ლარი მომცა დედასთვის ❤

ჩემთვის, ქალბატონი ირინას სიტყვები, მისგან წამოსული სითბო, მისი გამხნევება და დალოცვა ყველანაერ მატერიალურ დახმარებაზე მეტი იყო ❤

წამოვედი მისგან ემოციებით სავსე, ვზივარ ახლა ჩემს მანქანაში და ვფიქრობ, რომ არც ჩვენ და არც დედას სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ უნდა გავუძლოთ, უნდა დავამარცხოთ ეს სენი, როცა ამდენი კარგი ადამიანია ჩვენს გვერდით, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ ❤” – წერს ნიკა ქართველიშვილი.

ტაქსი მაიასთვის – შვილები დედის გადასარჩენად ფულს ასე აგროვებენ

54 წლის ქალი ამჟამად თურქეთში, Florence Nightingale Istanbul- ის კლინიკაში იმყოფება. მისი სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა მაღალდოზირებული ქიმიის კურსი და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, რაც ამ ეტაპზე 150 000 დოლარი ჯდება. ამ თანხის შესაგროვებლად ოჯახს არ გააჩნია საკმარისი სახსრები.

გარდა ტაქსის მძღოლობისა, ოჯახისთვის გახსნილია საქველმოქმედო ანგარიში:

ანგარიშის ნომერია :

საქართველოს ბანკი GEL EUR USD GE95BG0000000161310779

TBC ბანკი GEL EUR USD

GE28TB7739345064300013 TBC

PayPal: [email protected]

მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის T 0901701494

მიმღები რატი ქართველიშვილი

პ/ნ 01019072195

ტელეფონის ნომერი: 591 819 819

ბიჭებს, რომლებიც ტაქსაობით დედის გადარჩენას ცდილობენ, დურგალი ძმები დაეხმარებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g