LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძმებს, რომლებიც დედისთვის ტაქსაობენ მანქანა ათხოვეს

1112
axali taqsi

ნიკა და რატი ქართველიშვილებს, რომლებიც დედის გადასარჩენად ტაქსაობენ, გიო ჭინჭარაულმა მანქანა ათხოვა. ახლა ძმები უკვე ორი მანქანით ცდილობენ ფულის შეგროვებას.

“დიდი ხანია ამ პოსტის დაწერა მინდა მაგრამ სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს, რომ ემოცია გამომეხატა. 

ბიჭებს, რომლებიც ტაქსაობით დედის გადარჩენას ცდილობენ, დურგალი ძმები დაეხმარებიან

უბრალოდ, შრომით ცდილობენ დედის სიცოცხლე გაახანგრძლივონ და ჩვენ ამაში ხელს შევუწყობთ !

შეიძლება არ შეგიმჩნევიათ მაგრამ ქალაქში მეორე სიცოცხლის მანქანაც დადის, მანქანა რომელიც ერთმა საოცარმა ადამიანმა გვათხოვა მე და ჩემს ძმას, იმისთვის რომ უფრო მეტ ადამიანს მოვემსახუროთ და მივაწვდინოთ ხმა ჩვენი განსაცდელის შესახებ.

სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორი მადლიერი ვარ ამ ადამიანის.

Gio Tchintcharauli დიდი მადლობა შენ ყველაფრისთვის ძმებად გვიგულე მე და ჩემი ძმა, მადლობა ღმერთს, რომ შენნაერი ადამიანები არსებობენ,” – წერს ნიკა ქართველიშვილი.

ტაქსი მაიასთვის – შვილები დედის გადასარჩენად ფულს ასე აგროვებენ

54 წლის ქალი ამჟამად თურქეთში, Florence Nightingale Istanbul- ის კლინიკაში იმყოფება. მისი სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა მაღალდოზირებული ქიმიის კურსი და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, რაც ამ ეტაპზე 150 000 დოლარი ჯდება. ამ თანხის შესაგროვებლად ოჯახს არ გააჩნია საკმარისი სახსრები.

გარდა ტაქსის მძღოლობისა, ოჯახისთვის გახსნილია საქველმოქმედო ანგარიში:

ანგარიშის ნომერია :

საქართველოს ბანკი GEL EUR USD GE95BG0000000161310779

TBC ბანკი GEL EUR USD

GE28TB7739345064300013 TBC

PayPal: [email protected]

მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის T 0901701494

მიმღები რატი ქართველიშვილი

პ/ნ 01019072195

ტელეფონის ნომერი: 591 819 819

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები