საქართველოში ამერიკის საელჩო მსახობ კახი კავსაძის გარდაცვალებას ეხმაურება. საელჩო თანაუგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებსა და ყველა ქართველს, ვინც მის დაკარგვას გლოვობს.
“ლეგენდარული მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალებას ბევრი ქართველი ოჯახის წევრის დაკარგვასავით განიცდის.
ბატონი კავსაძის შემოქმედებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უამრავ ადამიანზე და სანაცვლოდ მიღებული სიყვარულისა და პატივისცემის მოზღვავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი მემკვიდრეობა მარადიულია”. – წერია საელჩოს განცხადებაში.
მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.