LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მისი მუსიკის მოსმენის დროს, ისევ მჯერა გულწრფელი სიყვარულის“ – დღეს დათო ევგენიძის დაბადების დღეა

150
დათო ევგენიძე

დღეს მუსიკოსის – პიანისტისა და კომპოზიტორის, დათო ევგენიძის დაბადების დღეა. მუსიკოსი 67 წლის გახდა.

იუბილარი დათო ევგენიძე დღეს ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან და კოლეგებისგან სოციალურ ქსელში უამრავ საჯარო მილოცვას იღებს.

მუსიკოსს დაბადების დღეს ულოცავს მომღერალი ანი ღლონტიც და დათო ევგენიძის ერთ-ერთ კომპოზიციას გვიზიარებს.

„დათო ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია. მასთან საუბრის, მისი მუსიკის მოსმენის დროს, ისევ მჯერა გულწრფელი სიყვარულის, ურთიერთობებისა და იმ პატივისცემის, რაც ადამიანებს შორის უკვე ძალიან ცოტაა. გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო უფროსო მეგობარო!“ – წერს ანი ღლონტი სოციალურ ქსელში. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g