LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მისი შემოსავალი არის მხოლოდ კორპორატიულები, მთელი წლის განმავლობაში ყველაზე შემოსავლიანი აქვს დეკემბერ-იანვარი“ – მაია დარსმელიძე სტეფანეს ღონისძიებების გაუქმებას ეხმაურება

579
მაია დარსმელიძე

ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ცნობილი გახდა, რომ სტეფანე მღებრიშვილმა დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა.

საახალწლო კონცერტი და 11 კორპორატიული საღამო სტეფანეს ბენდთან ერთად უნდა ჩაეტარებინა, რაც აღარ გაიმართება.

ფაქტს, სოციალურ ქსელში მაია დარსმელიძე ეხმაურება და ყოფილი მეუღლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

სტეფანე: „11 კორპორაციული და ახალი წლის ღონისძიებაც გავაუქმეთ… პანდემიაა თუ არეულობა, ყველას ჩვეულებრივი სამსახური აქვს, ჩვენ გარდა…“

„მინდა ზუსტად იცოდეთ, ეს რას ნიშნავს. მისი შემოსავალი არის მხოლოდ კორპორატიულები. იმიტომ, რომ არ თანხმდება ფასიან, ბილეთებიან კონცერტებს. მთელი წლის განმავლობაში ყველაზე შემოსავლიანი აქვს დეკემბერ-იანვარი. აი, რომ შეადაროთ, როგორც გლეხი სეზონზე იღებს შემოსავალს თხილით და ხილით – აი ასე, დაახლოებით.

ოღონდ ვინმემ არ გაბედოს და თქვას, რომ მის კონცერტებზე მოთხოვნა არ არის…“ – წერს მაია დარსმელიძე.

„ყველაზე მეტად ამ სფეროს ხალხი ვიჩაგრებით…ვინ რა იცის, ბევრჯერ სულ რომ არ გემღერება, მაგრამ მაინც უნდა იმღერო, იმიტომ რომ სხვა შემოსავალი არ აქვს მუსიკოსს“ – თიკა მახალდიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g