LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მისტერ ბინი შემარქვეს: შოთა არველაძეს აიაქსის პერიოდი გაახსენეს

6a97328208c0b5b7a75d746cc0a9131e

ნიდერლანდური ჟურნალი elfvoetbal.nl საქართველოს ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს შოთა არველაძეს ესაუბრა. მან “აიაქსში” გატარებული პერიოდი გაიხსენა.

“აიაქსში” როდესაც გადავედი, არავინ მიცნობდა. მაშინ ინტერნეტი ყველას არ ჰქონდა, არაფერს ვამბობ ფეისბუქსა და ინსტაგრამზე. ჩემმა თანაგუნდელმა მარტინ როიზერმა მისტერ ბინი შემარქვა. არ ვიცოდი, ეს ბინი ვინ იყო. შემდეგ ტელევიზორში ვნახე და ბევრი ვიცინე. ჩემი თამაშიდან გამომდინარე, მოგვიანებით Showtime-ს თიკუნიც მქონდა.

“აიაქსში” როგორც ფეხბურთელს და როგორც ადამიანს პატივს მცემდნენ. 1997 წელს გუნდში რაფაელ ვან დერ ვაარტი, ჯონ ჰეიტინგა, კრისტიან კივუ, ვესლი სნეიდერი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მაქსველი მოვიდნენ. ტოპ-ფეხბურთელები იყვნენ. მათთვის ჩემთან ერთად თამაში პატივი იყო (იცინის).

ეჭვობდნენ, რომ გადასახადებს ვმალავდი და “აიაქსიდან” წავედი. ეს ჩემს კარიერაში კარგი პერიოდი არ იყო. “აიაქსთან” კონტრაქტი კიდევ წელიწადი მაკავშირებდა, თუმცა თამაშის უფლება აღარ მომცეს. 2001 წელს “რეინჯერსში” გადავედი. მიუხედავად ამისა, “აიაქსი” ძალიან მიყვარს. ოთხი წლის შემდეგ “აიაქსის” მაშინდელი მწვრთნელი დანი ბლინდი მიწვევდა, შემეძლო გუნდში დაბრუნება, მაგრამ მარკუს როზენბერგი შეიძინეს. გული დამწყდა და “ალკმაარში” გადავედი, სადაც ასევე ძალიან კარგი პერიოდი გავატარე”.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მარკო ვან ბასტენის შემდეგ შოთას ლუი ვან გაალი თავისი ოცნების გუნდის საუკეთესო ბომბარდირად მიიჩნევს – მან “აიაქსში” 124 მატჩში 72 გოლი გაიტანა, ხოლო “ალკმაარში” 89 მატჩში 48 გოლი.

 

sportall.ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g