ორი კვირის წინ, ვენსან კასელმა ახალი შეყვარებული, ნარა ბაპტისტა „კანის“ 77-ე კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გამოაჩინა. იმავე საღამოს ნარამ ერთობლივი ფოტოები ინსტაგრამზე გაავრცელა. ახლა კი საყვარელ ქალთან გადაღებული ფოტოებს მსახიობიც ავრცელებს.
კასელის სოციალურ ქსელში უახლესი ვიდეოც გამოქვეყნდა. კანის ფესტივალზე მან „ივ სენ ლორანის“ კოსტიუმი და @fredjewelry-ის სამკაულები ამშვენებდა. კასელის ფოტოებსა და ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში წერენ, რომ მსახიობი ახლა ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე ახალგაზრდობაში.
„მეორედ დაბადებული“, „მამაკაცი, რომელსაც ასაკი შვენის“, „მისტერ მოხდენილობა და ელეგანტურობა“
2018 და 2024 – ვენსან კასელმა წითელ ხალიჩაზე ნარა ბაპტისტასთან ერთად გაინავარდა