LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 და 2024 – ვენსან კასელმა წითელ ხალიჩაზე ნარა ბაპტისტასთან ერთად გაინავარდა

155
page

კანის 77-ე კინოფესტივალი გრძელდება და ის სადებიუტო გამოჩენად იქცა ვენსან კასელისა და მისი ახალი შეყვარებულისთვის, ნარა ბაპტისტასთვის. წყვილი პაოლო სორენტინოს ფილმის, „პარტენოპას“ პრემიერას დაესწრო. 57 წლის ვენსანი და 27 წლის ნარა ფოტოგრაფების ობიექტივში სიხარულით პოზირებდნენ და ემოციებსა და აღტაცებას ვერ მალავდნენ.

ამ დღეს ნარას გრძელი შავი კაბა ამშვენებდა, ვენსანი კი ლურჯ კოსტიუმში იყო გამოწყობილი.

შეგახსენებთ, 2018 წლის კანის კინოფესტივალი სადებიუტო იქცა კასელისა და მისი ექს-მეუღლისთვის, ტინა კუნაკისთვისაც, რომელსაც მსახიობი გასულ წელს დაშორდა.

გოგონების გულთამპყრობელი დაბრუნდა – 57 წლის ვენსან კასელი დიდხნიანი პაუზის შემდეგ პირველ ფოტოს ავრცელებს და შეყვარებულის ფოტოებს აკომენტარებს

ფოტო/ვიდეო: „ველით ტინას რეაქციას“ – 56 წლის ვენსან კასელისა და 28 წლის ნარა ბაპტისტას პირველი გამოჩენა გლამურულ ღონისძიებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები