გაგუას კლინიკის ნეონატაAll Postsლური განყოფილების ხელმძღვანელმა, პედიატრმა ნინო კამკამიძემ ჩვილების მოვლასთან დაკავშირებულ მითებზე ისაუბრა.
„პირველ რიგში, სწორად ჩაცმაა მნიშვნელოვანი. როდესაც ბავშვი მიდის გადახურებისკენ, არასწორი ჩაცმულობაა მის ცხოვრებაში წესად, იკარგება სითხე. სითხის და ელექტროლიტების დანაკარგი იწვევს კუნთების ტონუსის მოდუნებას. კუნთების ტონუსის მოდუნება ბავშვს ხდის უხალისოს. მას ჭამა ეზარება, ყველაფრის კეთება ეზარება. სად გინახავთ, ადამიანს სცხელოდეს და ის ხალისით მუშაობდეს ან ჭამდეს?! ვითომ რა მოხდა, რომ ბავშვს ორი შარვალი და ორი წინდა ეცვას, ეს არის უკვე პირველი დანაშაული და ძალადობა მის ფიზიოლოგიაზე. ეს პირდაპირპროპორციულად მისი ტვინის განვითარებაზე მეტყველებს ცუდად.
ის მითები უნდა დაინგრეს ჩვენთან, რომ ბავშვი ფეხიდან ცივდება და მუცელი ებერება. მუცლის კოლიკები 12-16 კვირამდე ყველა ჩვილის პრობლემაა. წინდა ეცმევა თუ არ ეცმევა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მტევანი და ტერფი არის ერთი ფუნქციით. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორ ჩაცმას. მინდა, დედიკოებს ვუთხრა, რომ ჭამა არის შრომა მათ ცხოვრებაში. შრომის დროს ადამიანის სისხლის მიმოქცევა ძლიერდება. ჭამის დროს ბავშვს ერთი ზედმეტი ტანსაცმელი გავხადოთ,“ – განაცხადა ნინო კამკამიძემ გადაცემაში „FM-პედიატრი“.