LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მითია, რომ გადაყლაპული ზღვის წყალი ინფექციას იწვევს…“ – რატომ ვრცელდება კურორტებზე რესპირაციული ინფექციები, პედიატრი თამარ მეტრეველი განმარტავს

245
თამარ მეტრეველი

რატომ ვრცელდება კურორტებზე რესპირაციული ინფექციები? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ პედიატრიული სამსახურის უფროსმა, თამარ მეტრეველმა ნატა ხარაშვილის გადაცემაში – „სტუმრად ექიმთან“ ისაუბრა.

ექიმი ამბობს, რომ ზაფხულის პერიოდში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჩივილებს, ღებინებას და დიარეას უმეტესად მაინც ვირუსული ინფექციები იწვევს.

შემდეგ ადგილზეა ბაქტერიული ინფექციები და კვებითი ინტოქსიკაცია და სწორედ ამ მიზეზებით არის ძირითადი მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში.

პედიატრის განმარტებით მითია ის, რომ თითქოს ზღვის წყლით ვრცელდება ინფექციები:

„ზაფხულის პერიოდში, ხშირად გაიგებთ, რომ ბავშვს ჰქონდა საერთო სისუსტე, ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, სურდო და შემდეგ წამოვიდა ღებინება ან დიარეა, ანუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჩივილებს, ღებინებას და დიარეას უპირატესად მაინც ვირუსული ინფექციები იწვევს. შემდეგ ადგილზეა ბაქტერიული ინფექციები და კვებითი ინტოქსიკაცია და სწორედ ამ მიზეზებით არის ძირითადი მომართვიანობა.

ასე ვთქვათ მითია, რომ შეიძლება, ზღვის წყლით გავრცელდეს ინფექციები. ზღვის კურორტზე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ვრცელდება ინფექცია ადვილად, რომ მაღალი არის სიმჭიდროვე, ასევე აღსანიშნავია, ისიც, რომ ზღვაზე ძირითადად გარეთ, საკვებ ობიექტებში ვიკვებებით, სადაც არ ვიცით, როგორ არის დაცული პროდუქტის შენახვის პირობები და ა.შ. თვითონ ზღვის წყლიდან რომ წამოიღოს ადამიანმა ინფექცია, ეს ძალიან რთულია.

ნაკლებ სავარაუდოა, რომ გადაყლაპულმა ზღვის წყალმა რაიმე ინფექცია გამოიწვიოს, რადგან ზღვა არის ძალიან დიდი და შესაბამისად, ძალიან დიდი რაოდენობით უნდა იყოს ვირუსის ან ბაქტერიის კონცენტრაცია, რომ ზღვის წყალმა ვერ გაანეიტრალოს. ტბა და დამდგარი წყალი, შესაძლებელია, რომ მარტივად გახდეს ინფექციის წყარო, განსხვავებით ზღვისგან და მდინარის წყლისგან.

ზამთრის კურორტებზეც ზუსტად იმიტომ ვრცელდება რესპირაციული ინფექციები ადვილად, რომ მაღალია სიმჭიდროვე“, – ამბობს პედიატრი.

ამბავი ვრცლად ⬇️

ღებინება და დიარეა ზაფხულში – პედიატრი თამარ მეტრეველი გვირჩევს, როგორ მოვიქცეთ ამ დროს – გადაცემა „სტუმრად ექიმთან“

რა ძირითადი ინფექციები არის გავრცელებული ზაფხულის პერიოდში, როგორია პირველადი დახმარება ღებინების და დიარეის დროს და როდის უნდა მივმართოთ ექიმს, როგორ განვასხვაოთ ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები ერთმანეთისგან, როგორ გავუჯანსაღოთ ბავშვს იმუნიტეტი

magti 5g