LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მითხრა, არ მინდა გავაკეთო ის, რაც გავაკეთე ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზეო.. გვაქვს ფარული ჩანაწერიც“ – გეჯაძის პასუხი ხაჭაპურიძის სკანდალურ განცხადებაზე

310
557

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის მიხეილ სააკაშვილის საქმეში ჩართვა კატეგორიულად გამორიცხულია.

ადვოკატ ხაჭაპურიძის თქმით, მას გეჯაძემ დაურეკა და უთხრა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ყოფილი პრეზიდენტის საქმეში მონაწილეობას.

„ბატონ გეჯაძესთან არაერთხელ მქონდა შეხვედრა. მე მსურდა, რომ იგი ჩართულიყო ამ საქმეში. რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით ბრძანა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ექსპერტიზაში მონაწილეობას, მაგრამ თუ შსს-დან დაურეკავენ, დადებს იმ დასკვნას, რასაც ეტყვიან.

ამიტომ მითხრა, დიდი ბოდიში შალვა, პატივს გცემ და არ მინდა გავაკეთო ის, რაც გავაკეთე ”ტვ პირველის” ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტზე, რომ დავდე ის დასკვნა, რაც აწყობდა შსს-ს. აქედან გამომდინარე, ბატონი გეჯაძის ამ ექსპერტიზაში მონაწილეობა არის კატეგორიულად გამორიცხული.

გაგვაჩნია ფარული ჩანაწერიც, სადაც გეჯაძე სააკაშვილზე საუბრობს.  მან მეტსახელად „ჩიტი“ შეარქვა სააკაშვილს. დამირეკა, მითხრა სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას „ჩიტის“ საქმეში, კარგად გადამიხდიდნენ, ოღონდ დამირეკავს შსს და დავწერს იმას, რასაც მეტყვიან.

ამიტომაც, ბატონი გეჯაძის ამ საქმეში მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხულია. იმედია, გეჯაძე საუბარს დაადასტურეს, თუ არადა ჩვენ გვაქვს ფარული ჩანაწერი და დღეს მოგვიწევს ტელევიზიით მოვისმინოთ რა თქვა მან სააკაშვილთან დაკავშირებით”, – განაცხადა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.   მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის სკანდალურ ბრალდებას „მედიაცენტრ მთავართან“ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ უპასუხა.

„ამ სიბინძურეში ვერ გავეხვევი. არ მომისმენია, არ ვიცი, რაზეა საუბარი. არ ვიცი, რა ჩანაწერი გააკეთა და საერთოდ რაზე ისაუბრა სასამართლოზე. მოვუსმენ, გავეცნობი და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს”,- განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

„ფორტუნა“ ექსპერტ გეჯაძეს დაუკავშირდა და ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებაზე კომენტარი სთხოვა.

ექსპერტმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ „განცხადებას კარგად გაეცნობა, შემდეგ კი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ყველა ჟურნალისტს შესაძლებლობა ექნება კითხვები დაუსვას“.

გეჯაძის თქმით, პრესკონფერენციას უახლოეს დღეებში გამართავს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გაუქმების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

„ასეთია დღეს მიშა, ამას ვუყურებ და ვუძლებ“ – გამოხმაურებები მიხეილ სააკაშვილის პირველ კადრებზე

„2 საეჭვო შემთხვევა შემიძლია გავიხსენო“ – რა ვიცით მოსამართლე გიორგი არევაძეზე, რომელიც სააკაშვილის საქმეს განიხილავს

„რა მდგომარეობამდე მიიყვანეს მკვლელებმა პრეზიდენტი, მკვლელები ხართ“ – მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი დარბაზიდან გააძევეს

გიული ალასანია: „ჩემი მოთხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს პროცესები – ხელში მაკვდება შვილი“

„ბატონო მიხეილ თუ გაშიშვლებას დაიწყებთ, გამოგრთავთ“ – მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილს უკრაინულ ენაზე განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა

სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, რომ ის იყოს დაუძლურებული: შალვა პაპუაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g