სამი დღის წინ, კოლუმბიელმა არტისტმა, შაკირამ ახალი სიმღერა, Empty Cup და კლიპი გაავრცელა, სადაც მას პარტნიორობას მანუელ ტურიზო უწევს. კლიპში ის ქალთევზას როლს ირგებს. სიმღერის ტექსტი კი ასეთია:
„მხოლოდ ერთი თეფში იყო დამსხვრეული და არა მთელი ჭურჭელი. არ ვიცი, როგორ უნდა მივუშვირო მეორე ლოყა, თუმცა დიახ, პატიება ეს სიბრძნეა. როდესაც რაღაც დაზიანებულია, ის არ უნდა გადააგდო, ის უნდა შეაკეთო. შენ ცხოვრებაზე უნდა იცინო მაშინაც კი, როცა იარები ძალიან გტკივა“, – მღერის შაკირა.
შაკირას ახალმა ნამუშევარმა მოკლე დროში მოახერხა პოპულარობის მოპოვება. ამ დროისთვის მას „იუთუბზე“ 18 მილიონი ნახვა და 40,680 კომენტარი აქვს. არტისტმა პრემიერასთან დაკავშირებით, „ინსტაგრამზე“ კოლეგასთან, მანუელთან ერთად უკვე არაერთი ვიდეო გაავრცელა.