კოლუმბიელმა არტისტმა, შაკირამ ახალი სიმღერა Empty Cup და კლიპი გაავრცელა, სადაც მას პარტნიორობას მანუელ ტურიზო უწევს.
არტისტმა „ინსტაგრამზე“ უკვე არაერთი შთამბეჭდავი ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა. კლიპში ის ქალთევზას როლს ირგებს. სიმღერის ტექსტი კი ასეთია:
„მხოლოდ ერთი თეფში იყო დამსხვრეული და არა მთელი ჭურჭელი. არ ვიცი, როგორ უნდა მივუშვირო მეორე ლოყა, თუმცა დიახ, პატიება ეს სიბრძნეა. როდესაც რაღაც დაზიანებულია, ის არ უნდა გადააგდო, ის უნდა შეაკეთო. შენ ცხოვრებაზე უნდა იცინო მაშინაც კი, როცა იარები ძალიან გტკივა“, – მღერის შაკირა.
ცხადია, ყველა ფიქრობს, რომ ეს სიმღერა მის ყოფილ პარტნიორს, ჟერარ პიკეს ეძღვნება.