ჭყონდიდის მიტროპოლიტი დაკითხვაზე დაიბარეს, “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მეუფე პეტრეს მთავარ პროკურატურაში ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ დაკითხავენ.
მიტროპოლიტი ჩვენებას მოწმის სტატუსით მისცემს.
რაც შეეხება საქმეზე ბრალდებულს, მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა ე.წ. „მატროსოვის“ ციხეში ამ წუთებში განახლდება.