საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ქადაგებისას სულიერი სნეულებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი არამხოლოდ პიროვნული, არამედ საერთო ეროვნული და საზოგადოებრივი პრობლემაც შეიძლება იყოს.
მისი თქმით, გამოსწორება უნდა მოხდეს სინანულის, გამოსწორების და ღმერთის მცნებების შესრულების გზით.
„ფიზიკური სნეულებების გარდა, არსებობს სულიერი სნეულებებიც. ეს სნეულებები შეიძლება იყოს არა მხოლოდ ცალკეული პირების, არამედ მთელი ოჯახების, საზოგადოებების, სახელმწიფოებისაც კი. ისინიც დაკავშირებულია ცოდვასთან და მათგან განკურნებაც უნდა ხდებოდეს მხოლოდ სინანულით, გამოსწორებით და ღმერთის მცნებების შესრულებით. ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაშიც, ჩვენს ხალხშიც ვხედავთ ასეთ სულიერ სნეულებებს და ძალიან ვწუხვართ ამის გამო“, – აღნიშნავს მეუფე შიო.