LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე შიო: „ცხოვრება ქრისტეში არის ჩვენი უმაღლესი მოწოდება“

178
shio-mujiri_w_h

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საეკლესიო ახალი წელიწადის დაწყების ქადაგებაში აღნიშნა, რომ ადამიანის უმაღლესი მოწოდებაა ცხოვრება ქრისტეში და სწრაფვა სასუფევლისკენ.

მისი თქმით, ყოველდღიური საქმიანობა — იქნება ეს შრომა, ოჯახური ცხოვრება, სამეცნიერო თუ სახელოვნებო საქმიანობა — წინაღობად არ უნდა იქცეს ღმერთთან ურთიერთობაში, პირიქით, ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს ღმერთის სადიდებლად ცხოვრებას:
„თუ გვინდა, გავხდეთ სიძის საქორწილო ნადიმის თანაზიარნი და მონაწილენი, ყველაფერი უნდა ვაკეთოთ ქრისტესთვის რწმენით, ქრისტეს ჭვრეტითა და მისი მცნებების აღსრულების სურვილით,“ — აღნიშნა მეუფე შიომ.

ქადაგებისას მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ადამიანი ხშირად ყოველდღიური საქმეების გამო თავს არიდებს ღვთის მოწოდებას, თუმცა ქრისტეს სწავლება გვასწავლის, რომ სულიერი მიზანი უმაღლესია ყველანაირ ამქვეყნიურ საქმეზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები