Mitsubishi Motors-ის ბრიტანულმა ოფისმა სპეციალურად შოუსთვის Fast & Furious Live პიკაპ L200-ის განსაკუთრებული ვერსია ააწყო. ავტომობილი გარე უსაფრთხოების კარკასითა და სხვა დეტალებით არის გაუმჯობესებული.
Mitsubishi L200-ს კაპოტ ქვეშ 2,4 ლიტრის მოცულობის დიზელის ძრავი აქვს Garrett-ის ჰიბრიდულ ტურბოდამბერთან ერთად.
L200-ის სალონში სარბოლო სავარძლები და ოთხწერტილიანი უსაფრთხოების ღვედებია განთავსებული. ავტომობილი მარკის მიერ შოუზე წარმოდგენილი სამი მოდელიდან ერთ-ერთი იქნება.
Fast and Furious-ზე იმ ავტომობილების დემონსტრირება ხდება, რომლებიც ფილმებში, სხვადასხვა სცენასა და ტრიუკებში იღებენ მონაწილეობას.