LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს, აეროპორტში ივანიშვილმა ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრა, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო პოლიციამ“ – „გახარია საქართველოსთვის“

408
გიორგი გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, მათ ლიდერ გიორგი გახარიას, რომელიც მიუნხენის კონფერენციიდან თბილისში დაბრუნდა, აეროპორტში წინასწარ ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში განუცხადეს, წინასწარ მომზადებული ჯგუფის მხრიდან ყოფილი პრემიერის მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელ შეძახილებს.

„დღეს გამთენიისას, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიასა და ჩვენს თანაგუნდელს, გერმანიაში ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ივანიშვილმა დაახვედრა წინასწარ ორგანიზებული, წინასწარ მომზადებული პარტიული ზონდერჯგუფი, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო ადგილზე მყოფმა, ასევე წინასწარ გაფრთხილებულმა პოლიციამ.

ისტერიაში მყოფი მოძალადე ე.წ. ხელისუფლება უკონტროლო ხდება.

გასაგებია, რომ ივანიშვილი შეშინებულია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებით და ეს ისტერიაც ამითაა გამოწვეული.

ჩვენი პოლიტიკური ძალა გააკეთებს ყველაფერს, რომ ივანიშვილმა დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი – ფული და ძალაუფლება, რომ ვეღარასოდეს შეძლოს ქართველ ხალხზე ძალადობა“, – აცხადებენ პარტიაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობდა. საქართველოდან კონფერენციაზე, ასევე, მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო მიწვეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g