“საქართველოს პრეზიდენტმა რურუას შეწყალებით, რთული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი გადადგა,” – წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი და აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილის სიმამაცესა და ლიდერობას მიესალმება.
პრეზიდენტმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა
კრამონი კიდევ ერთხელ მოუწოდებს იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ევროსაბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ – გააკეთონ ის, რაც მათი გასაკეთებელია და შეტანხმებას შეუერთდნენ:
“პრეზიდენტმა რურუას შეწყალებით, რთული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი გადადგა. მე მივესალმები მის სიმამაცესა და ხელმძღვანელობას. სხვა პოლიტიკოსებმაც უნდა გააკეთონ ის, რაც მათი გასაკეთებელია და შეუერთდნენ ევროკავშირის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებას. საქართველოს და ქართველის ხალხის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღალ დგას.” – წერს ევროპარლამენტარი “ტვიტერში”.
??President @Zourabichvili_S made difficult but necessary step by pardoning #Rurua. I applaud her courage & leadership. Other politicians of #Georgia should also do their part & follow/join the ??EU-brokered deal. Interests of #Georgia and its people are above party interests!
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) April 28, 2021
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი გუშინ მოაწერა და აღნიშნა, რომ სიტყვა შეასრულა და შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას მიესალმება.
ამავე თემაზე:
გიორგი რურუამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა
