LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივესალმები საქართველოს მიერ რუსეთის კორუფციული სისტემის ლტოლვილებისთვის კარის გაღებას, მათ არ სურთ მოძმე უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლა ამ საშინელ ომში: ენდრიუ უებერი

31
ენდრიუ უებერი

„მივესალმები საქართველოს მიერ რუსეთის კორუფციული სისტემის ლტოლვილებისთვის კარის გაღებას, მათ არ სურთ მოძმე უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლა ამ საშინელ ომში“, – ასე პასუხობს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დასმულ შეკითხვას, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინებასთან დაკავშირებით.

„ვხედავთ, რომ ათასობით რუსი მამაკაცი ცდილობს უკრაინის წინააღმდეგ ამ სამარცხვინო, არაპროვოცირებულ თავდასხმაში მონაწილეობა თავიდან აიცილოს. ისინი ჩამოდიან საქართველოში, ყაზახეთში“, – აცხადებს ენდრიუ უებერი.

რა საფრთხეები ემუქრება ქვეყანას რუსეთისგან იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და როგორ უნდა ვიმოქმედოთ ამ რთულ დროს, ენდრიუ უებერი ფიქრობს, რომ „ამ რთულ პერიოდში საქართველოს უძლიერესი სტრატეგიული პოზიცია უჭირავს“.

„ჩვენ ვუყურებთ, როგორ საშინლად წარმოაჩენენ თავს რუსი სამხედროები უკრაინის ომში. მათი სისუსტით ბევრი ადამიანი გაკვირვებულია. იქ არის კორუფცია და არაკომპეტენტურობა და ვფიქრობ, ეს საქართველოს ისეთ ძლიერ პოზიციაზე აყენებს, როგორც არასდროს ყოფილა“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები