LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოემბერში ქართული მართვის მოწმობა 11-მა რუსმა და 4-მა უკრაინელმა მოქალაქემ აიღო – როგორია სტატისტიკა ასაკის მიხედვით

185
მართვის მოწმობა 1

2022 წლის ნოემბერში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 580 მართვის მოწმობა გასცა, მათი უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. შსს-ს მონაცემების თანახმად, ნოემბერში ქართული მართვის მოწმობა არაერთი ქვეყნის მოქალაქემ აიღო, მათ შორის 11-მა რუსმა და 4-მა უკრაინელმა.

აღსანიშნავია, რომ 1 580 მოქალაქიდან, 4 პირი 16 წლის იყო, 5 კი – 60 წლის და უფროსი ასაკის. რაც შეეხება გასული წლის ჯამურ მონაცემებს, შარშან საქართველოში 47 891 მართვის მოწმობა გაიცა.

2022 წლის აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ სივრცეში ჩაბარება სავალდებულო გახდა. თავდაპირველად მოქალაქეებს თეორიული გამოცდის ჩაბარება უწევთ, შემდეგ კი პრაქტიკულ გამოცდას 2 ეტაპად აბარებენ. პირველი ეტაპი დახურულ მოედანზე მოძრაობას ითვალისწინებს, მეორე ეტაპი კი – რეალურ სივრცეში მოძრაობას გულისხმობს.

2023 წლის პირველი სექტემბრიდან კი, მართვის მოწმობის აღების მსურველებს, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყების წინ, ავტომობილის ტექნიკური გამართულობის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები