„მივესალმები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ნატო-ს მხარდაჭერასა და ალიანსის ერთგულებას მათ საბოლოო გაწევრიანებასთან დაკავშირებით,“ – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, რობ პორტმანი სოციალურ ქსელ twitter-ში წერს, სადაც ის ნატო-ს გუშინდელი სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეს ეხმიანება.
„მივესალმები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ნატო-ს მხარდაჭერას და ალიანსის ერთგულებას მათ საბოლოო გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ისინი ძლიერი მოკავშირეები არიან და ნატო-ს ნაწილი უნდა იყვნენ,“ – წერს სენატორი, რობ პორტმანი.
Applaud #NATO’s support of #Georgia and #Ukraine’s territorial integrity and commitment to their eventual NATO membership.
They are strong allies and should be part of NATO. https://t.co/bCwUEzXoNp
— Rob Portman (@senrobportman) June 14, 2021