LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსთვის ღია კარის პოლიტიკა ნარჩუნდება: ვიქტორ დოლიძე

85
ვიქტორ დოლიძე

NATO-ს სამიტზე მიერ მიღებულ დოკუმენტებს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ვიქტორ დოლიძე აფასებს.

ვიქტორ დოლიძის განმარტებით, ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და გაწერა, რომ ქვეყნისათვის ღია კარის პოლიტიკა კვლავ ნარჩუნდება.

“ერთმნიშვნელოვნად არის გაწერილი, რომ ღია კარის პოლიტიკა ნარჩუნდება, როგორც ასპირანტ ქვეყნებთან, ასევე საქართველოსთან დაკავშირებით. ალიანსის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი,” – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

სამიტზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღეს. მათ შორის NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია; სამიტის კომუნიკე და “საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი”, რომელიც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისა და ამ პროცესში NATO-ს კიდევ უფრო ქმედით ჩართულობას გულისხმობს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამივე მათგანი საქართველოსთვის კრიტიკულ ყველა საკითხს შეიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები