LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვი არ ელოდა ნატოს ასეთ მტკიცე, სწრაფ და მყისიერ პოზიციას: ვიქტორ დოლიძე

209
ვიქტორ დოლიძე

„მოსკოვი არ ელოდა ნატოს ასეთ მტკიცე, სწრაფ და მყისიერ პოზიციას“, – ამის შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ისინი ნატოს სამიტზე მყარი პოზიციის დაფიქსირებას და განგრძობადობას ელოდებიან, რაც ნატო-რუსეთის საბჭოზეც დაფიქსირდა.

ვიქტორ დოლიძის თქმით, ნატო უნდა დარჩეს ასეთივე მტკიცე და ერთიანი, უნდა იყოს ბოლომდე ამ პოზიციაზე და მიიყვანოს საქმე იქამდე, რომ მადრიდის სამიტზე ამის განგრძობადობა და არა მხოლოდ განგრძობადობა დაფიქსირდეს.

„ჩვენ ველოდებით ნატოს სამიტზე მყარი პოზიციის დაფიქსირებას და განგრძობადობას. ეს დაფიქსირდა ნატო-რუსეთის საბჭოზე. მე ბევრი მოკავშირე, კოლეგა და მეგობარი მეუბნება, რომ რუსეთი ალბათ ალიანსის ამ ერთიანობას არც მოელოდა. მოსკოვი არ ელოდა ნატოს ასეთ მტკიცე, სწრაფ და მყისიერ პოზიციას, რომ – თქვენს დოკუმენტს არც კი განვიხილავთ და აზრი არ აქვს ამ თემაზე საუბარს. ნატო უნდა დარჩეს ასეთივე მტკიცე და ერთიანი. ნატო უნდა იყოს ბოლომდე ამ პოზიციაზე და მიიყვანოს საქმე იქამდე, რომ მადრიდის სამიტზე ამის განგრძობადობა და არა მხოლოდ განგრძობადობა დაფიქსირდეს. დაიწეროს კიდევ ერთხელ ნატოს ღია კარის პოლიტიკის შესახებ და ამ კონტექსტში ნატოს ასპირანტი ქვეყნების მომავალი ნატოში“, – აღნიშნა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები